LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაატარეთ კოვიდისგან თავისუფალი ზაფხული ბათუმში – ლატვიური მედია

109
20200518-Gruzija

,,საკურორტო ქალაქი ბათუმი ამ ზაფხულს ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა’’ – ლატვიური ინტერნეტ გამოცემა Travelnews-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„ქართული საკურორტო ქალაქი ბათუმი იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რომელიც საერთაშორისო საზღვრებს ტურისტებისთვის 2020 წლის 1 ივლისიდან გახსნის. საქართველოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ამჟამად აქტიურად მუშაობენ უსაფრთხო ტურიზმის დერეფნის შესაქმნელად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციის შესაბამისად, რითაც თავიდან იქნება აცილებული ვირუსის გავრცელების საფრთხე“ – აღნიშნულია ლატვიურ ინტერნეტ გამოცემაში.

ბრიტანული Daily Express – მსოფლიო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო იქნება ტურისტების თავშესაფარი

სტატიაში აღწერილია საქართველოს, როგორც პოსტკოვიდური ტურისტული ადგილმდებარეობის უპირატესობები და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გატარებული მოქმედებები: „ქვეყანა ტურიზმის განვითარებისთვის ,,მწვანე ზონებს’’ ქმნის, სადაც აჭარის რეგიონი და მისი მარგალიტი – ბათუმი, პირველ ადგილზეა… პანდემიის წინააღდეგ საბრძოლველად საქართველოს მთავრობამ ტურიზმის სექტორისთვის შეადგინა დახმარების გეგმა.

გაატარეთ კოვიდისგან თავისუფალი ზაფხული ბათუმში“, – იუწყება Travelnews-ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები