LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა

77
1

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

„შეიძლება 10 ან 15 ექიმის ბრალეულობა გამოვლინდეს, ყველანაირ მტკიცებულებას წარმოვადგენ, მერე ხალხმა განსაჯოს” – კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადვოკატის თქმით, მისი შვილის გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პაციენტი 12 დღის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, რაც, მისი თქმით, სიმართლე არ არის და ვახტანგ ჩარკვიანი რეალურად თითქმის ერთი თვე მკურნალობდა.

როგორც გაიოზ ჩარკვიანმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს მისი შვილი საშუალო სიმძიმის იყო, ამ განცხადებიდან 40 წუთში კი ახალგაზრდა გარდაიცვალა:

“განცხადებაში ვითხოვ სასწრაფოდ დაიწყოს ჩემი შვილის, 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება. რაც შეეხება შეცდომას, გულგრილობას, უყურადღებობას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყველაფერ აღნიშნულზე, როდესაც დავიკითხები გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაფერს მტკიცებულებების სახით წარმოგიდგენთ. გარდაცვალების დღიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი შვილი მკურნალობდა თითქმის ერთი თვე – 11 აგვისტოდან 10 სექტებრამდე. პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდა, ეს იყო საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა. რჩება გონივრული ეჭვი, რომ ჩემი შვილის საქმე საერთოდ არ იცოდა და ისაუბრა ის, რაც არ უნდა ესაუბრა.” – თქვა გაიოზ ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

დღესვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ  20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საკითხის შესწავლაში რეგულირების სააგენტო ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები