თამუნა თანდაშვილის ინფიცირების მძიმე ისტორია, რომელიც საბედნიეროდ, კოვიდის დამარცხებით დასრულდა, ალბათ, ყველას კარგად ახსოვს.
თამუნა რამდენიმე დღეა, რაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეუერთდა, თუმცა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურობით გამოირჩევა და ამჯერად, საზოგადოებას კორონავირუსთან მებრძოლი ერთ-ერთი ექიმის შესახებ ამცნობს ინფორმაციას და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
“გულიკო ქილიფთარი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ბოროტებასთან მებრძოლი სიკვდილის დარაჯი!
კოვიდს ყველაზე მეტად გულიკო ექიმის ეშინია
თუ ავიცრებით, გულიკო ექიმს გავაძლიერებთ და კოვიდს შევასუსტებთ!
❤️?გთხოვთ აიცრათ გულიკო ექიმისთვის
წამზომი ჩართულია”,- წერს თამუნა თანდაშვილი.