Mono Hall-ისა და Sparks-ის ორგანიზებით, 10 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, საკულტო მესაყვირისა და კომპოზიტორის, კრის ბოტის კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი, რომელიც მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში განსაკუთრებულ სიმპათიასა და ინსტერესს იწვევს მსმენელში, პუბლიკის წინაშე თავისი შემოქმედების შედევრებით წარდგება.
აღსანიშნავია, რომ 61 წლის ინსტრუმენტალისტი დღემდე აქტიურად დგას სცენაზე და გულშემატკივარს, სიახლეებითაც ანებივრებს. ბოლო დისკი მან, 2023 წელს გამოუშვა.
ბოტი, ,,გრემის” ხუთგზის ნომინანტი და გამარჯვებულია. 2013 წელს, მას ჯილდო ,,საუკეთესო ინსტრუმენტული პოპ ალბომისთვის” გადაეცა.
შთამბეჭდავია იმ შემსრულებლების ჩამონათვალი, ვისთანაც კრისს უთანამშრომლია. ამ სიაში: სტინგი, ბარბრა სტრეიზანდი, ლედი გაგა, ტონი ბენეტი, ფრენკ სინატრა, არეტა ფრანკლინი, ანდრეა ბოჩელი და სხვები შედიან.
ცნობისთვის, კრის ბოტი ქართველი მსმენელის წინაშე, აქამდეც არაერთხელ წარმდგარა. მისი ბოლო ვიზიტი საქართველოში, 2018 წელს შედგა, როცა მონაწილეობა ნანი ბრეგვაძის კონცერტში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Mono Hall-ისა და Sparks-ის ორგანიზებით, 29 ივნისს, თბილისში, ლეგენდარულმა ბენდმა – Kool & the Gang იმღერა.