LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნს საკუთარი ფანი სასამართლოში უჩივის

46

ბოლო დროს კრის ბრაუნი სულ უფრო ხშირად ეხვევა სკანდალებში. ამჯერად სარჩელი მუსიკოსის წინააღმდეგ მისმა ფანმა შეიტანა, რომელიც იანვარში, კლუბ Fiesta-ში მოწყობილ კონცერტზე ორმხრივი სროლის დროს დაზარალდა.

პოლ ბრაილი კლუბის მფლობელებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს, 26 წლის მუსიკოსს კი – სკანდალის მოწყობაში, რომელსაც ორმხრივი სროლა და 5 ადამიანი დაზარალდა მოჰყვა. ბრაილი ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, კრის ბრაუნის ადვოკატები კი, თვლიან რომ სარჩელი უსაფუძვლოა და საქმე მათ სასარგებლოდ დაიხურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები