ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი ორსულად არის და მალე მას მეოთხე შვილი ეყოლება. ამის შესახებ გამოცემა El Mundo-მ დაწერა. სპორტსმენის თქმით, ის ძალიან ბედნიერია და სულმოუთქმელად ელოდება კიდევ ერთი შვილის დაბადებას.
პატარა პირველი ბავშვი იქნება, რომელსაც მას არა სუროგატი დედა, არამედ საყვარელი ქალი გაუჩენს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში რონალდო ტყუპების, ევასა და მატეოს მამა გახდა. მათ გარდა „რეალის“ თავდამსხმელი 7 წლის კრიშტიანო რონალდო-უმცროსს ზრდის, რომელიც ასევე სუროგატი დედისგან ჰყავს.
