მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, 32 წლის კრიშტიანო რონალდუ მრავალშვილიანი მამაა. ის სამ შვილს ზრდის: შვიდი წლის კრიშტიანო უმცროსსა და ტყუპებს, ევასა და მეთიუს. ყველა მათგანი სუროგატმა დედამ გააჩინა. სულ ახლახანს კი მას საყვარელი ქალისგან, ჯორჯიანა როდრიგესისგან კიდევ ერთი პატარა შეეძინა.
კრიშტიანოს უფროსი ვაჟი მამის ასლია. ის შვიდი წლის ასაკში მამას ბიზნესში ეხმარება. ბიჭუნა არა მხოლოდ მოდელია, არამედ მამის ბრენდის CR7-ის დიზაინერიც არის. კრიშტიანუ უმცროსმა მონაწილეობა მიიღო ჯინსის ხაზის Junior-ის შექმნაში და მის სარეკლამო კამპანიაში.
ვიდეო ძალიან ემოციური გამოვიდა, თაყვანისმცემლებმა უკვე აღნიშნეს მამა-შვილის ფენომენალური მსგავსება.
CR7-ის ახალი ხაზი ჯინსებს, პერანგებს, შორტებსა და ქურთუკებს აერთიანებს. ამ მონეტისთვის, ფეხბურთელის ბრენდში უკვე შედის თეთრეულის ხაზი.
