სანამ ირინა შეიკი ბრედლი კუპერთან ცხოვრების მოწყობას გეგმავს, მისმა ყოფილმა ბოიფრენდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი შეყვარებული გაიჩინა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რომანი 20 წლის დანიელ მოდელთან, მაია დარვინთან გააბა. დასავლური ტაბლოიდების ცნობით, მაია გასულ კვირას რონალდუს მატჩსაც დაესწრო.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ და შეიკი ერთმანეთს მიმდინარე წლის დასაწყისში დაშორდნენ. მიზეზად ირინასა და ფეხბურთელის დედას შორის დაძაბული ურთიერთობა სახელდება. ბოლოს შეიკმა უარი თქვა მის დაბადების დღეზე წასვლაზე, რაზეც კრიშტიანუმ დაშორება შესთავაზა.
ამჯამად სუპერმოდელს რომანი აქვს ჰოლივუდის ვარსკვლავთან, ბრედლი კუპერთან, შეიკი არაჩვეულებრივად უგებს ბრედლის დედასაც. ისინი პაპარაცებმა სეირნობის დროს არაერთხელ დააფიქსირეს.