LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კუჭის დამცავების ხანგრძლივი დროით მიღება იწვევს ფეხების სპაზმს, კუნთების ტკივილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მიღება უნდა შეწყვიტოთ – გადაამოწმეთ მაგნიუმის დონე ორგანიზმში“ – ექიმი გიორგი ღოღობერიძე

292
ghoghoberidze_w_h

კუჭის დამცავები ზოგჯერ იწვევს ფეხების სპაზმს, კუნთების ტკივილს – როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ? ამ თემაზე პირდაპირი ჩართვისას, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ისაუბრა:

„კუჭის დამცავები კუჭის მჟავიანობას აქვეითებს. კუჭის დამცავები, ძირითადად პრაზოლები, იწვევენ კუნთების ტკივილს, სპაზმს. როდესაც ადამიანი იღებს კუჭის დამცავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქვემო კიდურების სპაზმიც.

თუ ადამიანი თვეების განმავლობაში იღებს მას, ქვეითდება მაგნიუმის, კალციუმის შეწოვა ორგანიზმში. ეს არ ნიშნავს, რომ წამალი უნდა შეწყვიტო. არა, უნდა გადაამოწმო გაქვს თუ არა მაგნიუმის ნაკლებობა და საჭიროების შემთხვევაში ის უნდა შეავსო“, – ამბობს ექიმი გიორგი ღოღობერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g