LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება ზალკალიანს: მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ

69
კულება დავით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გმადლობთ, ძვირფასო დავით. უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას. ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უფასოდ არ მოიპოვება.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო ბრძოლაში უკრაინა და საქართველო ერთმანეთს ზურგს უმაგრებენ“, – წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“.

დღეს, 16 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით: დავით ზალკალიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g