ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში ე.წ. “მწვანე პასპორტების” გაუქმების საკითხს ეხმიანება.
კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კერძო ბიზნესმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და სტუმრები ობიექტზე ტესტის ან ვაქცინაციის სტატუსით უნდა დაუშვან:
“კერძო ბიზნესმა, და არა მარტო, უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით, ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით).
ეს წესი, მინიმუმ, შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს.
მე, პირადად, მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას!”, – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.
ამავე თემაზე წაიკითხავთ ვრცლად:
რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება
კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!