LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუს ტბაში გამბუზიას ჯიშის თევზი გაუშვეს

204

კუს ტბაში გამბუზიას ჯიშის თევზი გაუშვეს. მემორანდუმი ამ საკითხზე გარემოს დაცვის სამინისტროსა და “საქართველოს მეთევზეთა კლუბს“ შორის გაფორმდა, რომლის თანახმად, კლუბის წევრებმა  გამბუზია  დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი აბაშიდან გადმოასახლეს და კუს ტბაში ჩაუშვეს.

ღონისძიების მიზანია ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიას გადმოსახლება თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ჯიშის თევზმა – გამბუზიამ უკვე გაანდგურა კოლხეთის დაბლობში მალარიის კოღო,  ახლა კი მთელ ევროპაში მას მასიურად ამრავლებენ და უშვებენ ყველა შესაძლო ტბორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g