LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 აპრილი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4847
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირა დედამიწის ენერგეტიკული ველის თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიურია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მართებს ზოდიაქოს ყველა ნიშანს პარასკევს, 17 აპრილს. ეს მძიმე ენერგეტიკული დღეა, რადგან პლანეტების შეერთება ძაბავს სიტუაციას. მოერიდეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს, ახალი საქმის დაწყებას და რადიკალურ მოქმედებებს. იყავით ფრთხილად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. კვირის დანარჩენი დღეები კი მაქსიმალურად გამოიყენეთ აქტიურობისთვის.

ვერძი – 17 აპრილის გარდა, ეს კვირა თქვენთვის საუკეთესოა. პლანეტების განლაგება ხელს უწყობს ახალი საინტერესო იდეების რეალიზებას. თქვენ ამ კვირის მთავარი ფავორიტი ხართ და თქვენი ქარიზმა პიკზეა, რაც ადამიანების მიზიდვაში გეხმარებათ. მოსალოდნელია მოულოდნელი, არასტანდარტული იდეები, რომლებიც პირდაპირ აისახება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მთლიანობაში ეს პერიოდი თქვენს სოციუმში მდგომარეობას გააუმჯობესებს, თქვენი ავტორიტეტი და პოპულარობა იზრდება. ხართ უშიშარი, კონტაქტური და ორგანიზებული, რაც წარმატების გარანტიაა.

კურო -თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება და პერიოდი სტაბილურობით გამოირჩევა. მოიმატებს შრომისუნარიანობა, ახლა უკეთ შეძლებთ საკუთარი პოზიციების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო შეტევასაც. აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ნუ გასცემთ ზედმეტ საიდუმლოებს. შესაძლოა ძველი მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. კარგი პერიოდია უცხოელებთან კონტაქტისა და მოკლე მოგზაურობებისთვის. შემოქმედებით ნიჭსაც ახლებურად გამოავლენთ. ამასთანავე, მოერიდეთ გადაღლას და გაციებას.

ტყუპები – 17 აპრილის გამოკლებით, კვირა ძალიან ნაყოფიერია. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები სათანადო სიმაღლეზეა, ხდებით ძალიან აქტიური და ინიციატივიანი. ეს საუკეთესო დროა რთული საკითხების არასტანდარტული გზით გადასაჭრელად. პერიოდი ხელს უწყობს რეფორმებს  იქნება ეს ახალი პროექტი, სამუშაო მეთოდოლოგია თუ იმიჯის ცვლილება. კარგი დროა განათლებისა და ინფორმაციის მისაღებად, განსაკუთრებით ინტერნეტის საშუალებით. მეგობრული ურთიერთობები, მათი თანადგომაც იქნება დროული და საჭირო.

ლომი – თქვენი სასიცოცხლო ენერგია აშკარად მაღალია. ხართ ენერგიული და წარმატებული. კარგი პერიოდია საქმიანი კავშირების გასაფართოებლად და სწავლისთვის. განსაკუთრებით წარმატებული იქნება უცხოეთთან დაკავშირებული პროექტები. უცხოელ პარტნიორებთან კავშირი მყარდება, პირად ცხოვრებაში კი სულიერი სიახლოვე და მაღალი დონის ურთიერთგაგება ისახება. მგზავრობა და ქვეყნიდან გასვლა ამ კვირაში თქვენთვის ძალიან პოზიტიურია. მატულობს თქვენი ოპტიმიზმიც, რაც წარმატებულ მოქმედებაში გეხმარებათ.

ქალწული – 17 აპრილის რთული ენერგიების მიუხედავად, თქვენი მდგომარეობაც თანდათან უმჯობესდება. იზრდება თქვენი გავლენა საზოგადოებაზე და ავტორიტეტი. ექსტრემალურ სიტუაციებსაც კი ადვილად გაართმევთ თავს. სამყარო კვლავ გთხოვთ სიფრთხილეს, კერძოდ, ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოების დაცვა თქვენი წარმატების მთავარი პირობაა. მიუხედავად ტრადიციული სიფრთხილისა, ეს კვირა საკმაოდ პროდუქტიული იქნება თქვენი პოპულარიზაციისთვის.

სასწორი – 17 აპრილის გამოკლებით, კვირის დანარჩენი დღეები საკმაოდ კარგია. თქვენი გავლენის სფერო და ავტორიტეტი საზოგადოებაში იზრდება. თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა მოიმატოს თქვენმა ჯიუტობამ პარტნიორებთან ურთიერთობაში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ინტერესების იგნორირებამ შესაძლოა ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს. მთლიანობაში პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითი ნიჭის და უნარების გამოსავლენად. თუ პრობლემებს მშვიდად, კომპრომისებისა და სამართლიანობის დაცვით მიუდგებით, ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენს ავტორიტეტს.

მორიელი -თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, იმატებს ფიზიკური ამტანობაც. ამ კვირაში დიდ დროსა და ენერგიას დაუთმობთ საკუთარი საცხოვრებლის კეთილმოწყობას, ინტერიერის განახლებასა და კომფორტის შექმნას. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვას ახლობლებთან ურთიერთობაში – მოერიდეთ ზედმეტ კონტროლს, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. კოლეგებთან ურთიერთობა კი პოზიტიურად წარიმართება, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას.

მშვილდოსანი – თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია, სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია და ჯანმრთელობა მდგრადი. 17 აპრილის გარდა, ყველა დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, საინტერესო შეხვედრებისა და ნაყოფიერი კონტაქტებისთვის. ეს დრო ხელსაყრელია როგორც რომანტიული ურთიერთობებისთვის, ისე გასართობი მოგზაურობისთვის. შესაძლოა დაიწყოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლიან თქვენს ცხოვრებაში. მთავარია, თავი აარიდოთ ავანტიურებს და აზარტს, რაც თქვენს ავტორიტეტს დააზიანებს. სხვა კუთხით, თქვენი აქტიურობა ყოველმხრივ გამართლებული იქნება.

თხის რქა – თქვენთვის ეს პერიოდი უფრო მშვიდი და სტაბილურია. 17 აპრილს, ახალმთვარეობის დღეს, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, თუმცა სხვა დღეებში თქვენი ენერგოტონუსი და ფიზიკური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. სწორი და ნაყოფიერი მოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა ფინანსური მხარდაჭერაც კი მიიღოთ ახლობლებისგან. პერიოდი ხელს უწყობს სარემონტო სამუშაოებს, სახლში მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგალითად, ბინაში გადასვლას ან უძრავი ქონების შეძენას. ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემას ახლა ძალიან მშვიდად და მარტივად გადაწყვეტთ.

მერწყული – თქვენი ნერვული სისტემა და ენერგეტიკა მაღალ დონეზეა. ხდებით ძალიან აქტიური და ინიციატივიანი. ეს არის ნაყოფიერი პერიოდი ახალ საინტერესო იდეებში ჩასართავად და ახალი ადამიანების გასაცნობად. ხელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობისა და სწავლისთვის. იყავით მაქსიმალურად კონტაქტური, რათა არ გაუშვათ ის პოზიტიური შანსები, რომლებსაც ახალი ნაცნობობა და ინფორმაციის მიღება გთავაზობთ.

თევზები – ეს პერიოდი თქვენთვის შედარებით მშვიდია. 17 აპრილის გარდა, ყველა დღე გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. თუ გაქვთ რაიმე ფარული საქმე ან საიდუმლო პროექტი, ახლა ამ მხრივ წარმატების მიღწევის კარგი შანსი გაქვთ. იმატებს ნდობის ფაქტორი გარშემომყოფების მიმართ, რამაც შესაძლოა ახალ ფინანსურ წყაროებამდე მიგიყვანოთ. პერიოდი ნაყოფიერია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის. ეცადეთ, ეს დრო აქტიურად განვლოთ, რადგან დადებითი შესაძლებლობები აშკარად იმატებს.

გეომაგნიტური დღეები – 14, 16, 17, 19 აპრილი; ამ დღეებში შესაძლოა თავი იჩინოს თავის ტკივილებმა , უგუნებობამ ან წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, ამიტომ ნუ დაგეგმავთ რაიმე ახალს და მნიშვნელოვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები