LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 თებერვალი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3243
მიხეილ ცაგარელი

ამ კვირის მთავარი მოვლენა 17 თებერვალია. აღმოსავლური მთვარის კალენდრის მიხედვით, სამშაბათს, თბილისის დროით 16:02 საათზე იწყება წითელი ფერის, ცეცხლის სტიქიის ცხენის წელიწადი. ეს ნიშნავს ახალი ენერგიების, რეფორმების, ცვლილებებისა და დინამიკური მოქმედებების პერიოდს.

თუმცა 17 თებერვალს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამავე დროს გვაქვს ახალმთავარეობა და მზის დაბნელება. ამ დღიდან 3 მარტამდე გავდივართ ე.წ. დაბნელებების დერეფანს, რომელიც მრავალ ცდუნებასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ 17 თებერვალი გაიარეთ მაქსიმალური სიფრთხილით – ნუ დაიწყებთ ახალ სარისკო მოქმედებებს და ნუ გამოავლენთ აგრესიას ან დეპრესიულ განწყობას.

დანარჩენი დღეები მეტწილად დადებითი იქნება, რადგან დედამიწა შედის უფრო პოზიტიურ ენერგოველში. 17 რიცხვის გამოკლებით, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იგრძნობა თვალსაჩინო პოზიტიური ტენდენციები.

ვერძი – თავს კარგად იგრძნობთ, ენერგოტონუსი მაღალია. თუმცა 17 თებერვალს შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ეს დღე მშვიდად და ფრთხილად გაიარეთ. დანარჩენი დღეები ჰარმონიულია. ხელსაყრელია იდეების რეალიზაცია, რეფორმების განხორციელება, ახალი საქმის დაწყება ან სამსახურის შეცვლა. სერიოზული გარდაქმნების პერიოდია როგორც ბიზნესში, ისე საქმიან სფეროში. ძველი, არარეალიზებული იდეები და სურვილები შეიძლება კვლავ წამოწიოთ წინა პლანზე და მათი ნაწილი წარმატებით განახორციელოთ. თუმცა ყველა ადამიანი ვერ გაიზიარებს თქვენს ინიციატივებს. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინტერნეტიდან, ხოლო მეგობრების მხარდაჭერა დროული და ეფექტური იქნება.

კურო – ენერგოტონუსი ამ კვირიდან თანდათან უმჯობესდება, რის შედეგადაც თავს უფრო სტაბილურად იგრძნობთ. ფსიქოემოციური მდგომარეობაც მეტად დაბალანსებული ხდება. შესაძლოა საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ, აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. შესაძლებელია თქვენი გავლენის ზრდაც. ხელსაყრელია ძველი კავშირების, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა ან გაუმჯობესება. ეს შინაგანი განახლების პერიოდია. პროფესიულ წინსვლას ხელს შეუწყობს ხელმძღვანელებთან სწორი და შედეგიანი კომუნიკაცია.

ტყუპები – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. ემოციურად უფრო მშვიდი და სტაბილური იქნებით. ფინანსური კუთხითაც ხელსაყრელი პერიოდია – შესაძლებელია შემოსავლის ზრდა, ძველი ვალების დაბრუნება, ბონუსების მიღება ან ხელფასის მომატება. მომგებიანი ტენდენციებიც აქტიურდება. პროფესიული განვითარებისთვის კარგი დროა. ხელსაყრელია მოგზაურობა და უცხოელებთან კონტაქტი – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები.

კირჩხიბი – ამ კვირიდან ენერგოტონუსი თანდათან უმჯობესდება. 17 თებერვლის გამოკლებით, დანარჩენი დღეები თქვენთვის პოზიტიურია. იზრდება თვითრწმენა და ფსიქოემოციური სტაბილურობა. იგრძნობთ სხვების მხრიდან მორალურ მხარდაჭერას, რის შედეგადაც საზოგადოებაში თქვენი ავტორიტეტი და პოპულარობა გაიზრდება. თუმცა ზედმეტად ნუ იქნებით საკუთარ თავში დარწმუნებული – საერთო სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. შეინარჩუნეთ სიფრთხილე, დაიცავით საიდუმლო და გააზრებულად იმოქმედეთ.

ლომი – უდავოდ პოზიტიური პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი. იქნებით აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი, გამოავლენთ ლიდერულ თვისებებს. გაუმჯობესდება ურთიერთობა როგორც მეგობრებთან და კოლეგებთან, ისე სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. შეძლებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას და სურვილების დაკმაყოფილებას. გაძლიერებული ინტუიცია დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ ვითარება და წარმატებულად იმოქმედოთ. ხელსაყრელია შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ქორწინება და პარტნიორული ურთიერთობები – როგორც პირადი, ისე საქმიანი.

ქალწული – ენერგოტონუსი ამ კვირიდან თანდათან სტაბილიზდება და გაუმჯობესდება. ჯანმრთელობაც უკეთესი გახდება. შესაძლოა გამოჩნდეს უფრო სასიკეთო პერსპექტივები. თანამშრომლობა უკეთ წარიმართება, ამიტომ კოლექტიური ძალისხმევა ნაყოფიერი იქნება. თუმცა ბევრი რამ კვლავ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მოერიდეთ მათთან კონფლიქტსა და კამათს. ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენს მომავალ პროფესიულ წარმატებებს.

სასწორი – ეს კვირა გაცილებით უკეთესია თქვენთვის. ერთადერთი რთული დღეა 17 თებერვალი, სამშაბათი, რადგან ის მზის დაბნელებასა და ახალმთვარეობას უკავშირდება, ამიტომ ეცადეთ ეს დღე ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ. არ დაიწყოთ სარისკო საქმეები. კარგი განწყობით შეხვდით ცეცხლის სტიქიის – ცხენის წელიწადის შემობრძანებას. ენერგოტონუსის მატებასთან ერთად პერიოდი ხელს უწყობს ფსიქოემოციურ სტაბილურობას და პარტნიორთა თანადგომას. კარგი დროა კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად. უმჯობესდება ურთიერთობა როგორც შვილებთან, ისე სასიყვარულო პარტნიორებთან.

მორიელი – ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც გაზრდის პოზიტიურ შესაძლებლობებს თქვენს ცხოვრებაში. უფრო კარგად გაერკვევით საკუთარ გეგმებსა და სურვილებში. თუმცა არ არის გამორიცხული საყოფაცხოვრებო პრობლემებმა იჩინოს თავი და მათი მოგვარება დაგჭირდეთ. შესაძლოა დადგეთ ახალ ბინაში გადასვლის ან სარემონტო სამუშაოების აუცილებლობის წინაშე. რაც მეტად შეინარჩუნებთ კეთილგანწყობილ ურთიერთობას ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან, მათი თანადგომა მით მეტად გაზრდის თქვენი წინსვლის პერსპექტივებს.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობას არ უჩივით. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ჩვეული ოპტიმიზმით აღსავსე ხართ. საკმაოდ პოზიტიური პერიოდია. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ გავლენიანი მფარველები, რომლებიც დაგეხმარებიან და უკეთ გაარკვევთ საკუთარ მიზნებს. სარისკო მოქმედებებთან ფრთხილად იყავით, რადგან შეცდომების დაშვების ტენდენცია მაღალია. ზოგჯერ ფსიქოემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება იჩინოს თავი. მთლიანობაში, პერიოდი კარგია მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, ასევე სწავლისა და მგზავრობა-მოგზაურობის თვალსაზრისით.

თხის რქა – თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობა მოიმატებს. ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და ფინანსური სტაბილურობაც თვალშისაცემი გახდება. თუმცა სარისკო მოქმედებებს თავი აარიდეთ – არავითარი ზედმეტი კაპიტალდაბანდებები და ინვესტიციები. არც მსხვილი შენაძენებია სასურველი, რადგან ეს პერიოდი ამისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ამ კვირაში თქვენი სურვილები და მიზნები შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, რის გამოც მოქმედებებისგან სრულ კმაყოფილებას ვერ მიიღებთ. ნებისმიერი ფინანსური ხარჯი კარგად გადაამოწმეთ.

მერწყული – ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. ამ პერიოდში მთავარი მოქმედი პირი ხართ, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოში მოძრაობს. შარმი და მიზიდულობა ძლიერდება, ყურადღების ცენტრში ყოფნის ტენდენცია მაღალია. თქვენს თავისუფლებისმოყვარე ბუნებას მეტი მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა. რეფორმების ტენდენცია და იღბლიანობა იზრდება, შესაძლოა მიიღოთ არაერთი საინტერესო წინადადება. ფინანსური მდგომარეობაც შეიძლება გაუმჯობესდეს. თუმცა მთავარი მოთხოვნაა – მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს, ნუ იჩქარებთ და ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს.

თევზები – ამ კვირაში შედარებით ამოისუნთქავთ. ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, განწყობა უმჯობესდება და შესაძლოა პოზიტიური სიტუაციები წარმოიშვას თქვენს ცხოვრებაში, რაც ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია კოლექტიური ძალისხმევისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის, თუმცა შედეგი შეიძლება ისეთი ეფექტური არ იყოს, როგორსაც ელით. 18 რიცხვიდან მზე თქვენს ზოდიაქოში გადაინაცვლებს ერთი თვით, ამიტომ ამ დღიდან თქვენ ხდებით მთავარი ფავორიტი – წარმატების შანსები, იღბალი და ენერგია მოიმატებს. ამავე დროს, დაიცავით საიდუმლო და აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. სასიკეთო ცვლილებების მოახლოებას ნამდვილად იგრძნობთ.

გეომაგნიტური დღეები – 16, 17, 18 და 19 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები