LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (19-25 აგვისტოს) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2858
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველში, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა. განსაკუთრებით რთული იქნება 19 აგვისტო – სავსემთვარეობის დღე.

* ვერძი  – მრავალფეროვანი, თუმცა მეტად ქაოტური კვირაა, რადგან მართალია, გექნებათ ცვლილებების განხორციელების შანსი, მაგრამ საკუთარი სულსწრაფობა და სიჯიუტე არ მოგცემთ შანსების სრულად გამოყენების საშუალებს. არ ღირს ზედმეტი სიამაყის, ამბიციების გამოვლენა და სხვებისთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას და უსიამოვნებებს გამოიწვევთ. არა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა შეცდომებმა ან შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რისი მიზეზი დაგეგმილი პროექტების გადადება აღმოჩნდება. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, არ ღირს საქმიან პარტნიორებთან დავა და პრეტენზიების წაყენება.

* კურო –  ნაკლებად სტაბილური კვირაა, ამიტომ უმჯობესია აიღოთ შვებულებით და დაისვენოთ. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო დავა სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს გაჯიუტება, რადგან უსიამოვნებებს პირველ რიგში სწორედ თქვენი ხასიათი და ნეგატიური თვისებები მოგიტანენ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს, მოაწესრიგეთ სანტექნიკა და ელექტროგაყვანილობა, რომლის დაზიანება სერიოზულ ხარჯსა და პრობლემებს შეგიქმნიან. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

* ტყუპები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ იდეების განხორციელებას და გონებამახვილური გადაწყვეტილებების მიღებას, თუმცა საერთო დაძაბულობა და ნეგატიური ფონი თქვენც სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. მოერიდეთ თქვენს მიმართ მტრულად განწყობილ ადამიანებს, რადგან ბევრი ეცდება პროვოცირებას და თქვენი შეცდომებით საკუთარი სარგებლის ნახვას. არ აჰყვეთ პესიმიზმს, რადგან თვითრწმენის დაკარგვა კარგს არაფერს მოგიტანთ, პირიქით, გააძლიერებს თქვენს კონკურენტებს. მართალია, ძალიან არ გიყვართ კრიტიკა, მაგრამ მაინც მოგიწევთ სხვათა ნეგატიური შეფასების მოსმენა. არ ღირს დავა და კამათი, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ. მოერიდეთ კონფლიქტს ხელმძღვანელებთან, რომლებიც განსაკუთრებით უკმაყოფილო იქნებიან თქვენი საქმიანობით.  

* კირჩხიბი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ აიღოთ შვებულება, დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება, მით უფრო, რომ საერთო ნეგატიური ფონი სხვების მსგავსად თქვენც პრობლემებს მოგიტანთ. მოიმატებს კონფლიქტებისა და დაპირისპირებების ალბათობა, არ ღირს აგრესიისა და გაღიზიანების გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

* ლომი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით! გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების განხორციელებას და ძველი საქმეების წარმატებით დასრულებას. თუმცა, სავსემთვარეობის ნეგატიური ენერგიები სხვების მსგავსად თქვენც შეგიქმნიან პრობლემებს. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, მით უფრო, რომ არც თქვენ მოგინდებათ დათმობა, არც კონკურენტებს, რაც სერიოზულად დაძაბავს თქვენს ურთიერთობას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, აკონტროლეთ ეგოიზმი და სიჯიუტე, რადგან ირონიითა და საკაზმით მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევთ. მოერიდეთ მსხვილი კაპიტალის დაბანდებას და ავანტიურულ გარიგებებს, რადგან არაა გამორიცხული ფარულმა მტრებმა და მოშურნეებმა შეგნებულად გაგხვიონ სერიოზულ უსიამოვნებაში.

* ქალწული – ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირაა წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, ამიტომ უმჯობესია აიღოთ შვებულება და დაისვენოთ. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენი რეპუტაციის შელახვას. მართალია, მოგიწევთ ხელმძღვანელთა და კოლეგათა კრიტიკის მოსმენა, მაგრამ არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ დარწმუნებას. თავი შეიკავეთ კოსმეტიკური, პლასტიკური ოპერაციებისა და საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩატარებისგან, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების ალბათობა. მეტი ტაქტი და თავშეკავების გამოჩენა გმართებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობისას, რათა არ აღმოჩნდეთ სერიოზული პრობლემების წინაშე, არ გაამართლებს არც მსხვილი საყიდლები და კაპიტალის სარფიანად დაბანდების მცდელობა.

* სასწორი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ საქმეების ბოლომდე მიყვანა, რადგან არა იმდენად საკუთარ თავზე, რამდენადაც სხვა ადამიანებსა და მიმდინარე მოვლენებზე აღმოჩნდებით დამოკიდებული. არ ღირს პარტნიორებთან კამათი, უმჯობესია პირნათლად შეასრულოთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად შექმნილმა პრობლემებმა ზედმეტი ხარჯის გაწევა გაიძულოთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას.

* მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული ქრონიკულმა დაავადებებმაც შეგახსენონ თავი. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება, რათა შეინარჩუნოთ სტაბილურობა მეტად კონფლიქტურ კვირაში. მოერიდეთ ხელმძღვანელებთან კამათს და პარტნიორებთან ფინანსებზე დავას, რადგან ასე მხოლოდ საფრთხეს შეუქმნით საკუთარ კარიერას, უმჯობესია შეასრულოთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები და დაფაროთ ვალები. ეცადეთ სწრაფად მოერგოთ ყველა ცვლილებას, რადგან სწორედ თქვენს სიფხიზლესა და ადაპტაციის უნარზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება. 

* მშვილდოსანი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, თუმცა კვირის ნეგატიური ტენდენციები თქვენც შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. არაა გამორიცხული პარტნიორებმა საკუთარი ავტორიტეტით სცადონ თქვენზე ზეგავლენის მოხდენა და ძველი შეთანხმების მათ სასარგებლოდ შეცვლა. გაღიზიანების მიუხედავად, მაინც არ ღირს კონფლიქტის წამოწყება, უმჯობესია დაემორჩილოთ მათ სურვილს, პრეტენზიები კი, მოგვიანებით წაუყენოთ. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან წამოწყება არ გაამართლებს და მხოლოდ ვალებს დაიდებთ. საერთო სიტუაციას მეგობრების ან სასიყვარულო პარტნიორის ღალატი დაამძიმებს, რაც დიდი ხნით დაგაკარგვინებთ თვითრწმენას.

* თხის რქა –  საკმაოდ რთული კვირაა. უმჯობესია დაისვენოთ ან შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ შეცდომებისგან თავის დაღწევა, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში შეგახსენებენ თავს ძველი ვალები და დაუსრულებელი საქმეები. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება, რადგან ასე მხოლოდ უსიამოვნებებს შეიქმნით სამსახურში.

* მერწყული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. არაა გამორიცხული პარტნიორებთან მოგივიდეთ კონფლიქტი, რისი მიზეზი ფინანსების არასწორი განაწილება იქნება. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, უმჯობესია დათმოთ და წახვიდეთ კომპრომისზე, რათა საერთოდ არ დაკარგოთ შემოსავალი. არ ღირს ზედმეტი სიჯიუტის და სიამაყის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავსა და რეპუტაციას აზარალებთ.  

* თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რათა მოულოდნელმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა არ გაიძულოთ ზედმეტი ხარჯის გაწევა. მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. აკონტროლეთ ემოციები, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს გამოწვევას და კონფლიქტში ჩაბმას.

* გეომაგნიტური დღეები –  19, 21 და 23 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები