დედამიწა ჯერ კიდევ პოზიტიურ ენერგოველშია, ამიტომ მთლიანობაში კვირა კარგია და ადამიანებს შორის ურთიერთგაგების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ჯანმრთელობის მხრივ, ნაკლებად მოსალოდნელია სირთულეები, ნარჩუნდება მდგრადობა და სასიცოცხლო ტენდენციების აღმავლობის პერიოდია.
ვერძი – კვლავ ენერგიული, აქტიური და კომუნიკაბელური ხართ. ავლენთ ლიდერულ და ხელმძღვანელურ თვისებებს, ამიტომ ვერძებისთვის ეს საკმაოდ დინამიური და პოზიტიური პერიოდია. ეს დრო განსაკუთრებულია სასიყვარულო კუთხითაც. ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სწორედ ვერძია, რადგან მზე ახლა თქვენს ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი, საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ და გაიცნოთ ადამიანები, რომლებთანაც პარტნიორულ თანამშრომლობას დაიწყებთ. ვერძებო, ამას შეიძლება დიდხანს ელოდით – ახლა თქვენი დროა და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი დაიწყო. წლის განმავლობაში თქვენთვის საკმაოდ იღბლიანი პერიოდია. აქვე აღვნიშნოთ, რომ ერთადერთი, რაც ხელს გიშლით, ეს არის სულსწრაფობა. ნუ ჩქარობთ. გასაგებია, რომ ენერგია გემატებათ და გინდათ ბევრი რამ მოასწროთ, ჩნდება საინტერესო ახალი იდეები და პროექტები, მაგრამ მაინც ნუ აჩქარდებით. აქ „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის“ პრინციპი ბევრად უფრო მომგებიანი იქნება. რაც შეეხება საოჯახო საკითხებსა თუ პრობლემებს, მათ უპრობლემოდ გადაწყვეტთ. მთლიანობაში, ეს პერიოდი ძალიან კარგია, ხელს უწყობს თქვენს წინსვლასა და განვითარებას.
კურო – კარგი პერიოდია სწავლისთვის ან მოლაპარაკებების საწარმოებლად. თუ, მაგალითად, გიწევთ საზოგადოების ფართო ფენების წინაშე გამოსვლა, ესეც საკმაოდ წარმატებული იქნება. თქვენი ორატორული ნიჭი კარგად წარმოაჩენს თქვენს მონაცემებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მიიღებთ საინტერესო და პერსპექტიულ წინადადებას, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობების გამოვლენას. ამასთანავე, შესაძლოა გაიცნოთ ახალი საინტერესო ადამიანი, ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა ან გაუმჯობესდეს მეგობრული კონტაქტები. ერთადერთი, რასაც სამყარო ამ პერიოდში თქვენგან ითხოვს, ეს არის, ენაზე კბილის დაჭერა და საიდუმლოს დაცვა, ნუ გათქვამთ ინფორმაციას თქვენი გეგმების, სურვილების ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ; ამასთან, ზედმეტად ნუ გადაიღლებით, რადგან ამ კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა იკლებს. იმოქმედეთ, ოღონდ თავს ნუ გადადებთ, მაშინ კვირა გაცილებით უფრო სასიამოვნო და წარმატებული იქნება.
ტყუპები – თქვენთვის პერიოდი კვლავ კარგია. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. ხართ აქტიური, ენერგიული და თვითრწმენაც გემატებათ. გიძლიერდებათ ინტუიცია, რომლის მხარდაჭერასაც აშკარად იგრძნობთ. ამასთანავე, იღებთ დიდ მხარდაჭერას მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან. თავად იქნებით გენერატორი ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ყველასთვის მისაღები იდეებისა. იპოვით მოულოდნელ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დიდ როლს ითამაშებს თქვენს პოპულარიზაციასა და წინსვლაში. კოლეგებთან ურთიერთობა მაღალ დონეზეა, ამიტომ მათი დახმარების ტენდენცია მოიმატებს. მთლიანობაში, პერიოდი კარგია რეფორმებისთვის, სიახლეებისთვის, ახალი იდეებისა და პროექტების დასაწყებად. გამოიყენეთ ინტერნეტ-კონტაქტებიც, საიდანაც საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეგობრული წრე საკმაოდ აქტიურია და მაქსიმალურად გეხმარებათ იდეების რეალიზაციაში. ეს არის პერიოდი, რომელიც ძალიან აქტიურად უნდა გამოიყენოთ.
კირჩხიბი – თქვენთვის ახლა პოზიტიური ცვლილებების დროა, მათ შორის საქმიანი კუთხითაც. შესაძლოა გამოიკვეთოს ახალი პერსპექტივები კარიერული განვითარებისთვის. გექნებათ მეტი თავისუფლება თვითრეალიზაციისთვის. შესაძლოა დადგეთ წინასწარ განსაზღვრული მივლინების, მგზავრობის ან მოგზაურობის საჭიროების წინაშე. მთლიანობაში, ამ პერიოდში თქვენი პოპულარობა იმატებს. ინტუიცია მდგრადი და ძლიერია – ზუსტად გრძნობთ, საით უბერავს ქარი, მიყვებით ამ დინებას და ეს ხელს უწყობს თქვენს წარმატებას. რაც უფრო მეტად შეინარჩუნებთ კეთილგანწყობილ ურთიერთობას ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან, მით უფრო მეტად შეუწყობთ ხელს საკუთარ კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.
ლომი – რაც შეეხება ამ ნიშანს, თქვენი ენერგოტონუსი საკმაოდ მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ავლენთ ლიდერულ, ხელმძღვანელურ თვისებებს. თქვენთვის დინამიური პერიოდი დგება, რის გამოც შესაძლოა ახალი საქმეების, პროექტებისა და ურთიერთობების წინაშე აღმოჩნდეთ. თუმცა, ფინანსური კუთხით სიფრთხილე გმართებთ. თუ გაჩნდა ინვესტიციების ან კაპიტალდაბანდების პერსპექტივები, აუცილებლად გამოიყენეთ პრინციპი: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. იყავით ფრთხილად, რადგან არ არის გამორიცხული, ფინანსურ საკითხებში გარკვეული შეცდომა დაუშვათ. მგზავრობისა და მოგზაურობისთვის კი ძალიან კარგი პერიოდია. ეცადეთ, მაქსიმალური კონტაქტი გქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან, რამაც შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს სამომავლო თანამშრომლობას. შესაძლოა მოხდეს ფინანსური სახსრების მობილიზებაც, მათ შორის უცხოეთიდან. უცხოელებთან ნებისმიერი სახის კონტაქტისთვის ეს პერიოდი მეტად ოპტიმალური და წარმატებულია.
ქალწული – რაც შეეხება მიწის სტიქიის ამ წარმომადგენელს, თქვენ უკვე უკეთ გრძნობთ თავს. ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ გაქვთ საშუალება, რომ აქტიურად იმოქმედოთ. თუ აქამდე რაიმე გაუგებრობა გქონდათ ბიზნეს ან პირად პარტნიორებთან, ამ პერიოდში ყველაფერი მოწესრიგდება. შესაძლოა, აქტიურად ჩაერთოთ ახალ საქმეებში და არაერთი ახალი ვალდებულების წინაშე აღმოჩნდეთ. თქვენი შრომისუნარიანობა, მოთმინება, შეუპოვრობა და ორგანიზებულობა მოგცემთ საშუალებას, რომ ეს ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ, რადგან პასუხისმგებლობის გრძნობა ახლა საკმაოდ მაღალი გაქვთ. სამყარო თქვენგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს, ენაზე კბილის დაჭერასა და საიდუმლოს დაცვას. იქნება ეს ახალი პროექტი, პარტნიორული თანამშრომლობა თუ პრობლემების გადაწყვეტის თქვენეული ხედვა – ნუ იხმაურებთ ამის შესახებ. თუ გეგმებს საიდუმლოდ შეინახავთ, გაცილებით წარმატებული იქნებით და მეტად წახვალთ წინ.
სასწორი – ამ პერიოდში თქვენი ენერგოტონუსი კვლავ მაღალია. ხართ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და ძალიან კომუნიკაბელური. თავს კომფორტულად გრძნობთ, რაც ხელს უწყობს საქმეებში წინსვლას, განვითარებასა და ახალი პროექტების განხორციელებას. პერიოდი საკმაოდ კარგია როგორც პირადი, ისე საქმიანი პარტნიორული ურთიერთობებისთვის, პარტნიორებთან სრულ სულიერ ჰარმონიასა და ერთიანობას გრძნობთ. სხვათა შორის, ეს დრო ძალიან ხელსაყრელია ქორწინებისთვისაც. თქვენი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები ახლებურად ვლინდება. მუშაობის პროცესში დიპლომატია და კომპრომისის ხელოვნება დაგეხმარებათ, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენს ავტორიტეტს. თქვენი სამართლიანობა კი მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში.
მორიელი – თქვენი ენერგოტონუსი კვლავ მეტ-ნაკლებად მდგრადია, რაც ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებას, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენას. გაქვთ სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ ახალ პროექტებში და მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება, იქნება ეს სპორტული თუ ბიზნეს მონაცემები. თუმცა, გაფრთხილდით აზარტულ თამაშებსა და გართობასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯები და ზოგიერთ შემთხვევაში გულგატეხილობაც კი. ამ მხრივ მეტი ყურადღება გმართებთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა გარშემომყოფებთან და კოლეგებთან, რადგან მათი თანადგომა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი წარმატების შანსებსა და შესაძლებლობებს.
მშვილდოსანი – რაც შეეხება ცეცხლის სტიქიის ამ ნიშანს, თქვენ თავს ძალიან კარგად გრძნობთ. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. გიბრუნდებათ ბუნებრივი ოპტიმიზმი და ხდებით ბევრად უფრო დინამიური როგორც საქმიანობაში, ისე ურთიერთობებში. გექნებათ უამრავი საინტერესო იდეა. მთლიანობაში, ეს პერიოდი საუკეთესოა მეგობრული კონტაქტებისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ახლა შეგიძლიათ საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თქვენი დადებითი თვისებები და გარკვეულწილად პატივმოყვარეობაც დაიკმაყოფილოთ. ეს ის დროა, როდესაც სახლში ბევრად კომფორტულ გარემოს შექმნით. ასევე, წარმატებული იქნება კონკურსებსა თუ ლატარიებში მონაწილეობის მიღება. მატულობს ურთიერთგაგება შვილებთან. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისა და ახალი სასიყვარულო კონტაქტებისათვის.
თხის რქა – თქვენი ენერგოტონუსი კვლავ მაღალია. ხართ ორგანიზებული, დისციპლინირებული და მიზანსწრაფული. ეს პერიოდი ხელს უწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას. ფინანსური კუთხითაც მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები. კარგი დროა ერთობლივი თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთგაგებისთვის. შესაძლოა ჩაერთოთ ახალ პროექტებში და დაამყაროთ ახალი საქმიანი კავშირები. ასევე, შესაძლოა დადგეთ მნიშვნელოვანი შენაძენის წინაშე – იქნება ეს უძრავი ქონება თუ სხვა საყოფაცხოვრებო საკითხები, პრობლემებს წარმატებით მოაგვარებთ. თქვენი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და ნათესავებთან სტაბილური იქნება. მათი თანადგომა კი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თქვენს წინსვლასა და განვითარებას.
მერწყული – თქვენთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. შინაგანი პოტენციალი და ენერგია მაღალია, ჯანმრთელობა კი მდგრადი. ფსიქოლოგიური სტაბილურობა მატულობს, რაც მთლიანობაში პოზიტიურ ფონს ქმნის. იზრდება თქვენი გავლენა გარშემომყოფებზე და გეძლევათ შესაძლებლობა, მოახდინოთ თქვენი საინტერესო და ორიგინალური იდეების რეალიზაცია. ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დრო. პერიოდი ხელს უწყობს მეგობრული კავშირების განმტკიცებას; შესაძლოა გაუმჯობესდეს ურთიერთობა მეზობლებთან და ახლობლებთან, რომელთა თანადგომასაც აშკარად იგრძნობთ. მგზავრობისა და მოგზაურობის კუთხითაც პერსპექტიული პერიოდია. პარტნიორული თანამშრომლობა კი სრულიად ახალ, საინტერესო და ორიგინალურ ელფერს შეიძენს.
თევზები – თავს აშკარად კარგად გრძნობთ. ამ პერიოდში თქვენი აქტიურობა და ინიციატივა ყველასთვის თვალშისაცემი იქნება. თქვენი იდეები მნიშვნელოვანია და ბევრს მოეწონება, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მათი სააშკარაოზე გამოტანა. თქვენი პოპულარობა უდავოდ მოიმატებს. შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარი ნიჭი და უნარები საუკეთესოდ წარმოაჩინოთ შემოქმედებითი კუთხით ან სპორტის სფეროში. პერიოდი ხელსაყრელია სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი, საინტერესო ცვლილებები, მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან ბინაში გადასვლა. ადრე დაწყებული საქმეებიდან მიიღებთ კუთვნილ დივიდენდებს, პრემიებსა თუ ბონუსებს. თქვენი ბიზნესსაქმიანობა ფინანსურად მომგებიანი გახდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გეომაგნიტური დღეები – 25, 26 და 29 მარტი