LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაგაზიძე ხელისუფლებას: რა ნაცების აქცია?! დღეს იმ აქციაზე რა ხალხიც იქნება, ის ყველა თუ ნაცია, წასულია თქვენი საქმე და ეგაა

380
ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რუსთაველის გამზირზე დღეს დაანონსებულ აქციას –„წინ ევროპისკენ“ სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხელისუფლებას მიმართავს:

„რომელი მოთხოვნების შესრულებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?! იმ მოთხოვნების, რომლის პირველი პუნქტია დეპოლარიზაცია და დღევანდელი გამოსვლით ისევ პოლარიზაციას აღრმავებთ?!

რა ნაცების აქცია?! დღეს იმ აქციაზე რა ხალხიც იქნება, ის ყველა თუ ნაცია, წასულია თქვენი საქმე და ეგაა. მოგიჩლუნგდათ თვითგადარჩენის ინსტინქტები, საბედნიეროდ.“– წერს პოლიტოლოგი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, დღეს დაგეგმილ აქციაზე ჟურნალისტებმა კომენტარი დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს სთხოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით – „შინ ევროპისკენ“ გაიმართება.

magti 5g