ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 14 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სოფელ კაბალში მოხდა – არასრულწლოვანს ავტომობილი ველოსიპედით მოძრაობის დროს, ცენტრალურ ქუჩაზე დაეჯახა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობითვე, ბავშვი კონტაქტურია და მას მსუბუქი დაზიანება აქვს.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.