მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი, 15 სტუდიური ალბომით და უამრავი რეკორდით, – ფსიქოდელიური ბრიტანული ჯგუფი, რომლის ალბომმა, The Dark Side of the Moon „ბილბორდის“ ჩარტების სათავეში რეკორდული დრო, 943 კვირა დააფიქსირა – ეს ეპოქალური მუსიკალური კოლექტივი Pink Floyd-ია.
ჯგუფმა, 54 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება და გარდაქმნა განიცადა, თუმცა, მაინც მოახერხა ძირითადი იდეა შეენარჩუნებინა.
სულ ცოტა ხნის წინ, ეპოქალურმა მუსიკალურმა კოლექტივმა 18-დისკიანი ბოქს-სეტი The Later Years გაავრცელა, რომელშიც როჯერ უოტერსის შემდგომ პერიოდში შექმნილი კომპოზიციების განახლებული, რემიქს ვერსიებია წარმოდგენილი. აუდიოვიზუალურ ნამუშევარში ლაივ ჩანაწერები, საკონცერტო ფილმები, ფოტოები და გამოუქვეყნებელი ტრეკებია თავმოყრილი.
Pink Floyd-ის ბოქს-სეტის შეძენა 13 დეკემბერიდან არის შესაძლებელი. მისი ფასი 408 აშშ დოლარია.