„ლამაზი ფოტო კუთხეების მოწყობა ჩვენთან, შენ დაიწყე, ახლა შენი ფოტო კუთხე გექნება… ვისაც სურვილი ექნება, თბილისი მოლში შეგიძლიათ მიაგოთ პატივი მის ხსოვნას“ – „ვიშლისთი“ მოულოდნელად გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ემშვიდობება
15.07.2025
213
სამეგრელოში მოულოდნელად გარდაცვლილ 27 წლის ბარბარე ბეჭვაიას საბავშვო მაღაზია „ვიშლისთი“ ემოციური სტატუსით ემშვიდობება.
როგორც მაღაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გლოვის ნიშნად, ხუთშაბათ დღეს „ვიშლისთის“ ყველა ფილიალი დახურული იქნება.
„ლამაზი ფოტო კუთხეების მოწყობა ჩვენთან, შენ დაიწყე ჩემო გოგო, ახლა შენი ფოტო კუთხე გექნება. რადგან შენს მშობლიურ სახლში ვიქნებით ყველა, ვისაც სურვილი ექნება, თბილისი მოლში შეგიძლიათ მიაგოთ პატივი მის ხსოვნას. გლოვის ნიშნად, ხუთშაბათ დღეს ჩვენი ყველა ფილიალი დახურული იქნება. არ იმუშავებს არც ონლაინ სერვისი“, – წერია „ვიშლისთის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.