LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლანა დელ რეიმ ახალი ალბომის გარეკანის ბანერი მხოლოდ ყოფილი პარტნიორის ქალაქში გამოფინა – ნახეთ არტისტის უახლესი სინგლი

220
page

როგორც ცნობილია, ლანა დელ რეი ახალ ალბომს, Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd გამოუშვებს. ნამუშევარი დღის შუქს 2023 წლის მარტში იხილავს. მე-9 სტუდიური ალბომიდან ლანამ რამდენიმე დღის წინ  ამავე სახელწოდების სინგლიც გაავრცელა.

ალბომის პრომოუშენის ფარგლებში მომღერალმა ალბომის ბანერი მხოლოდ ოკლაჰომას ქალაქ ტუსლაში განათავსა. მის გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ ამ ქალაქში ლანას ყოფილი შეყვარებული  შონ ლარკინი ცხოვრობს, ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ ამ გზით ლანას მასთან შერიგება სურს.

„მან სიმღერა Ocean Blvd შონის დაბადების დღეზე გამოუშვა“, – წერენ ლანას გულშემატკივრები.

რადიკალურად შეცვლილი ლანა დელ რეი წითელ ხალიჩაზე – ფოტოები, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ

ლანა დელ რეის თავბრუდამხვევი კარიერული გზა დიდებისკენ – მუსიკალური ისტორიები

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lana Del Rey (@lanadelreybr)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები