ლანა დელ რეი ახალი მასალის წარსადგენად ემზადება, მანამდე კი თაყვანისმცემლებს ახალი მასალის ნაწილებს უზიარებს და მათ ინტერესს უფრო აღვივებს.
ცოტა ხნის წინ მან The Weeknd-თან ერთად გადაღებული კლიპი გამოუშვა სიმღერაზე „Lust For Love“, ამჯერად კი „ინსტაგრამზე“ მორიგი ვიდეო გააზიარა, სადაც მისი ახალი სიმღერის – Change ნაწყვეტი ისმის. სიახლე ლანას სტილშია – მედიტაციური და ნელი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალის ახალი ალბომის რელიზის თარიღი 21 ივლისია.
A post shared by Lana Del Rey (@lanadelrey) on