LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბუღაძე: სააკაშვილის ფენომენი უკვე კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა

156
BeFunky-collage (1)

„მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით  და  იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე”, – ამის შესახებ ლაშა ბუღაძე „ფეისბუკზე” წერს.

ბუღაძის თქმით, „სააკაშვილის ფენომენი კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა“.

„ახლა წავიკითხე, რომ ნაციონალური მოძრაობა ორი სხვადასხვა აქციის ჩატარებას აპირებს თბილისში სააკაშვილის გადასაყვანი (თუ გადასარჩენი) კამპანიის ფარგლებში… ბ-ნმა ხაბეიშვილმა, ცალკე გავდგებიო. მგონი, აქაც ორი სააკაშვილია… ორი ახალი წლის არ იყოს. გრიგორიანელებივით და იულიანელებივით ვერ შეთანხმებულან ერთ პრინციპზე და ერთად დგომაზე… თუმცა სააკაშვილის ფენომენი უკვე კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის სფეროს და რელიგიის სფერო დაიკავა. არადა, მგონი, მეტი სერიოზულობა გმართებთ, ბატონებო!“, – წერს ბუღაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება,  აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

 ხაბეიშვილი:კანცელარიასთან და შეკვეთილში ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით, უნდა დავამთავროთ ეს კრიმინალური რეჟიმი

ენმ ხაბეიშვილზე: უნდა გვაერთიანებდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენა, სამწუხაროა, რომ ინდივიდები ამ საკითხს გასახლეჩად იყენებენ – 4 იანვარს აქციები გაიმართება არა 2, არამედ 8 მდებარეობაზე

 

პოპულარულები