LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო – როდის გაიმართება მორიგი სხდომა

167
ჩხარტიშვილი

პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. როგორც “ფორტუნას” “დღის თემაში” სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა დიმიტრი ბიძინაშვილმა განაცხადა, შემდეგი პროცესი 8 იანვარს ჩაინიშნა. ამას ითხოვდა ბრალდებულის ადვოკატი. 

პარლამენტთან ისევ დაპირისპირებაა

სამართალდამცავებმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

მისი თქმით, ლაშა ჩხარტიშვილის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, ისევე როგორც 31 დეკემბერს დაკავებულებს. ბიძინაშვილის ინფორმაციით, სწორედ 8 იანვარს იგეგმება 31 დეკემბერს დაკავებულების სასამართლო სხდომაც. 

დღეს გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მივიდა. მასა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ჩხარტიშვილი დააკავეს. 

გარემოვაჭრეებს რეგისტრაცია გავლილი არ ჰქონდათ – რა განცხადებას ავრცელებს თბილისის მერია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები