LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის შემდეგ აშშ-ში არც სხვა 5 მოსამართლე წავიდა

1149
მოსამართლეები

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების საელჩომ ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა, შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

„ნეტგაზეთისთვის“ ცნობილი გახდა აღნიშნული მოსამართლეების სია. ესენი არიან: ხათუნა ხარჩილავა; ნინო ნაჭყებია; მაია ქოქიაშვილი; გიზო უბილავა; რომეო ტყეშელაშვილი.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა – ფორმულა

ხუხაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: ეს არის დადასტურება იმისა, რომ მოსამართლე სწორად გვარამიას განაჩენის გამოა სანქცირებული. კობახიძეს კი უთხრეს – ბებიაშენს დაემუქრეო

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ერთ-ერთი მათგანის, გიზო უბილავას თანაშემწეს, რომელმაც უარი გვითხრა უბილავასთან დაკავშირებაზე და თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას ამ საკითხის შესახებ.

კოლეგების მიერ შტატებში წასვლაზე უარზე კომენტარს არ აკეთებს ასევე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე და ამბობს, რომ მათთან ამ თემაზე კომუნიკაცია არ ჰქონია.

შეერთებული შტატების საელჩოში კვლავ ამბობენ, რომ პროგრამის მონაწილეების შერჩევის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

ოქრუაშვილი: „ეჰ, ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g