სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და საზოგადოებას უსაყვარლესი პატარა ადამის დახმარებისკენ მოუწოდებს:
„ჩემო მეგობრებო, ლაშა რობაქიძეს ბევრი იცნობთ, ჩვენს მეგობარს, ნიჭიერ რეჟისორსა და შემოქმედს! ეს მისი ექვსი თვის შვილი, ადამია. სულ, სულ, სულ პირველი ღვთის შვილის სახელი რომ ჰქვია! ყველა ბავშვი ასე არაა?! მათგან იწყება სამყარო! ამ პატარა ანგელოზს გაურკვეველი დიაგნოზით ფილტვები და გულის სარქველი აქვს დაზიანებული.
მდგომარეობა ძალიან მძიმეა და დამიჯერეთ, არაფერია იმაზე მწარე მოსასმენი, როცა ლაშამ მითხრა, უბრალოდ მინდა ჩემი შვილის ხელით წავიდე ამ ქვეყნიდან და არა პირიქითო. ჯვარი გვწერია მთელს დედამიწას ასე არ იყოს!.
ლაშა მთელი ცხოვრებაა სხვების გახარებას და გაბედნიერებას ცდილობს და ახლა ჩვენ უნდა გავაბედნიეროთ ის!
თანხა საკმაოდ დიდია, 100 000 ლარამდე, მაგრამ მჯერა, ჩვენ უფრო დიდები ვართ, უფრო მეტნი და უფრო მაგრები!
გავაზიაროთ, ერთმანეთს გავუზიაროთ და რაც მთავარია გავიაზროთ, რომ სულ რაღაც ექვსი თვის წინ დედამიწაზე მობრძანებული ადამის ყოველი თითოეული შემდეგი წუთი, უფალთან ერთად ახლა ჩვენს ხელშია! ჩვენც ხომ ამიტომ ვართ დედამიწაზე მოსულები…
მორის ფოცხიშვილმა თქვა:
მაინც მიშველა ერთმა,
რომ მომიშუშა იარა,
ადამიანმა ღმერთმა
და ღმერთმა ადამიანმა!
გთხოვთ რა, ახლა ის ღმერთი ვიპოვნოთ ჩვენში და შეუძლებელიც არაფერი იქნება!
ჩემს ანგარიშებს ვწერ: