რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინული მხარე აშშ-ის დავალებით მოლაპარაკებების პროცესს აჭიანურებს.
ამასთან, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრა 2 მარტის „საღამოსკენ“ გაიმართება, რაც შეეხება ადგილმდებარეობას, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მას წინასწარ არ დაასახელებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ, ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება. დაელოდება უკრაინელ მომლაპარაკებლებს. ჩვენი დელეგაცია მზად იქნება საღამოს საუბრის გასაგრძელებლად“, – განაცხადა პესკოვმა.
ხარკოვსა და ახტირკაში რუსეთმა კასეტური ბომბები გამოიყენა, სადაც საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები დაბომბა − მედია
კასეტური საბრძოლო მასალების დანიშნულებაა, ის სამიზნის თავზე გაიშალოს და მეტი მსხვერპლის გამოსაწვევად, მომცრო აფეთქებებით დიდი არეალი მოიცვას. კასეტური შეიარაღება განსაკუთრებით სახიფათოა სამოქალაქო ადგილებზე თავდასხმისას, რადგან ზრდის ზარალისა და მსხვერპლის პოტენციალს.
მისივე თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე დელეგაციის ხელმძღვანელობას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი განაგრძობს.
კრემლში იმედოვნებენ, რომ უკრაინული დელეგაცია მივა „მოლაპარაკებებისა და მათი წარმატებისთვის“, თუმცა პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
ამავე თემაზე:
კიევის დაბომბვისას ჰოლოკოსტის მემორიალი დაზიანდა
რუსები ორი მიმართულებით ცდილობენ კიევის ბლოკირებას – გენერალური შტაბის ბოლო ცნობები
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.