LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა” – გია ვოლსკი

478
BeFunky-collage - 2023-05-20T234916.136

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ „იმედის” ეთერში ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა. სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, ფეისბუქზე და მათ შორის საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინელების მიმართაც.

არა ომს, არა თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის – ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია.

რა ურთიერთობა აქვს მამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, იქ ცხოვრობდა ეს გოგო თვითონ. მე მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს. არის თემები, მაგრამ რა არის, იცით? ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ, არ არის სასიამოვნო”, – აცხადებს ვოლსკი.

ცნობისთვის, „მთავარი არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრები საქართველოში არიან, მათ შორისაა ლავროვის შვილი, ეკატერინე ლავროვა.

ამავე მედიის ინფორმაციით, „საქართველოში ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. მან ქორწილის გადახდა „ყვარელი რეზორტში” გადაწყვიტა, რის გამოც, 2 დღეა, სასტუმროში რუსების წვეულებისთვის ემზადებიან და ქართველებისთვის დაკეტილია”. ასევე, ცნობილია, რომ სტუმრების ნაწილი ღამეს სასტუმრო “ახაშენში” გაათევს.

ტელეარხის ცნობით, ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა, როგორც ყვავილების მაღაზიის კურიერმა და იკითხა, იყო თუ არა “ყვარლის ტბაში” ადამიანი, სახელით და გვარით ეკატერინა ლავროვა, ვინაიდან მისთვის ყვავილების თაიგული იყო შეკვეთილი.

“მთავარის” ჩანაწერის თანახმად, სასტუმროში უთხრეს, რომ სახელსა და ჩაინიშნავდნენ და დაუკავშირდებოდნენ. შემდგომ ჩანაწერში, რომელიც ეთერში გავიდა, ტელეარხის ცნობით, სასტუმროს წარმომადგენელი კურიერად წარდგენილ ჟურნალისტს ეუბნება:

„…გავარკვიეთ, რომ სწორად მოგაქვთ თაიგული”.

“ნამდვილად თქვენთანაა ხომ სტუმარი?”, – კითხულობს ჟურნალისტი, რასაც ხსენებული პირი პასუხობს:

„კი, კი”.

„ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“ ლავროვის შვილის სტუმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ლავროვის შვილის სტუმრობა არ შეესაბამება სიმართლეს” – სასტუმრო „ყვარლის ტბა” განცხადებას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g