LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეა წითელი ხალიჩის მთავარი გმირი გახდა – ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის შვილმა ყველა დაჩრდილა

2959
page

ლოს-ანჯელესში ფილმის, „მაესტრო“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ბრედლი კუპერი ასრულებს. მსახიობი წითელ ხალიჩაზე 5 წლის ქალიშვილთან, ლეასთან ერთად მივიდა. აღსანიშნავია რომ თავისი კოლეგის მხარდასაჭერად პრემიერაზე ლედი გაგაც იმყოფებოდა. ვარსკვლავმა პატარა ლეა გაიცნო და საბოლოოდ ინტერნეტსივრცეში საოცრად თბილი ფოტოების სერია გავრცელდა.

ამ დღეს კუპერი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ლეას კი ლეოპარდის პრინტიანი კაბა ამშვენებდა.

შეგახსენებთ, ბრედლი კუპერი და ლედი გაგა გახმაურებულ ფილმში, „ვარსკვლავის დაბადება“ ერთად თამაშობენ. მედია ბევრს წერდა მათ რომანზე. ბევრი თვლის, რომ შეიკი კუპერს სწორედ ლედი გაგას გამო დაშორდა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, ეს გახლავთ ლეონარდ ბერნსტაინის ბიოპიკი, რომლის პროდიუსერები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან. კინოსურათი ნიუ-იორკის ფილარმონიის დირიჟორის სიყვარულის ისტორიისა და წარმატების შესახებ მოგვითხრობს.

ბრედლი კუპერი ,,მაესტროს” როლში – ,,ნეტფლიქსმა” ბიოპიკის ოფიციალური თრეილერი გამოუშვა (ვიდეო)

ბრედლი კუპერს ხელოვნური ცხვირის გამო ებრაელების სტერეოტიპულად წარმოჩენისთვის აკრიტიკებენ – ნახეთ „მაესტროს“ უახლესი „თრეილერი“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები