LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებას არ დაესწრება – მომღერალი ,,გრემიზე” იმღერებს (ფოტო/ვიდეო)

Lady Gaga 60th Annual GRAMMY Awards Roaming nUUa6oJbkKbl

10 თებერვალს ლოს-ანჯელესა და ლონდონში, ,,გრემისა” და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოებები გაიმართება. საინტერესოა, რომ ლედი გაგა, რომელიც ორივე პრესტიჟული პრემიის ნომინანტია, სერიოზული არჩევანის წინაშე დადგა. 32 წლის შემსრულებელს უნდა გადაეწყვიტა, რომელ ცერემონიალს დასწრებოდა.

გაირკვა, რომ ამერიკელმა ვარსკვლავმა უპირატესობა პირვანდელ პროფესიას მიანიჭა. ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ინფორმაციით, ის მარკ რონსონთან ერთად წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენაზე გამოვა. ჯერჯერობით უცნობია, რას შეასრულებს ვარსკვლავური წყვილი Staples Center-ის სცენაზე.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგასა და მარკ რონსონის კოლაბორაცია ,,გრემის” ისტორიაში პირველი არ იქნება. მათ გასულ წელს საღამოზე Joanne და Million Reasons წარმოადგინეს.

https://www.youtube.com/watch?v=lUiPpP8pj4s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები