მედია ლედი გაგას ორსულობის შესახებ ალაპარაკდა. ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც არტისტი დის ქორწილში გადაიღეს. გამოცემა The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში 38 წლის მომღერალს შავი კაბა აცვია და აშკარად ეტყობა წამოზრდილი მუცელი.
ცნობისთვის, ლედი გაგა უკვე წლებია, მაიკლ პოლანსკის ხვდება, თუმცა, მისი პირადი ცხოვრება მკაცრადაა გასაიდუმლოებული.
ვიდეო: ,,გაგა ბრუნდება” – ლედი გაგამ ახალი დისკი დააანონსა
რაც შეეხება არტისტისა და მსახიობის კარიერას, ვარსკვლავმა ახალი ალბომი დააანონსა. აგრეთვე სულ მალე „ჯოკერის“ პრემიერა შედგება, რომელშიც ლედი გაგა პარტნიორობას ხოაკინ ფენიქსი უწევს.