LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ COVID-19-თან საბრძოლველად 35 მილიონი დოლარი გაიღო და სამი „ღამის შოუ“ გააერთიანა

194
safe-image

ლედი გაგამ, საქველმოქმედო ორგანიზაციაში, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, 35 მილიონი დოლარი გადარიცხა.

არტისის ინიციატივით, სულ მალე, სპეციალური სარეკლამო რგოლი შეიქმნება, სადაც მონაწილეობას პოლ მაკკარტნი, სტივ უანდერი და ბილი აილიში მიიღებენ.

ამ პროექტით, გაგა სამ მსხვილ ტელემაუწყებლობასა და შოუს აერთიანებს. ვიდეორგოლი NBC, ABC და CBS-ის ეთერებში, ჯიმი ფელონის, ჯიმი კიმელისა და სტივენ კოლბერტის შოუებში გადაიცემა.

სპეციალური გამოშვება, 18 აპრილს, 20:00 ზე გავა, ის პანდემიასთან მებრძოლ ექიმებს მიეძღვნება.