LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ და დოჩიმ ფილმისთვის – „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს

174
photo-collage.png (2)

ლედი გაგამ და დოჩიმ ახალი ერთობლივი სიმღერა – Runway ჩაწერეს, რომელიც ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ (The Devil Wears Prada 2) ოფიციალური საუნდტრეკია.

თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქსელში კინოსურათის ფინალური თრეილერი გამოვიდა. სწორედ ფილმის ფინალურ თრეილერში გაჟღერდა სიმღერის ფრაგმენტი.

სიმღერა აღწერილია, როგორც ენერგიული ჰაუს-პოპ ტრეკი, რომელიც ეძღვნება მოდის სამყაროს და სიმბოლურად იმეორებს ჟურნალის – Runway სახელს.

ტრეკში დოჩი რეპ-პარტიას, ხოლო გაგა მძლავრ ვოკალურ ხაზს ასრულებს.

ამასთან, სიმღერის გარდა, ვრცელდება ხმები, რომ ლედი გაგა ეპიზოდური როლით ფილმშიც გამოჩნდება.

ფილმის პრემიერა და სიმღერის სრული ვერსიის გამოშვება, 1 მაისს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა და დოჩი წლევანდელი ,,გრემის” ლაურეატთა შორის მოხვდნენ — გაგამ გაიმარჯვა ნომინაციებში: ,,საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი” (Mayhem) და ,,საუკეთესო დენს პოპ ჩანაწერი” (Abracadabra), ხოლო დოჩიმ ჯილდო ,,საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის” (Anxiety) მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები