ლედი გაგასთან და როუზთან კოლაბორაციების შემდეგ, ბრუნო მარსმა ამჯერად, Sexyy Red-თან ითანამშრომლა.
24 იანვარს, დუეტმა სინგლი – Fat Juicy & Wet წარადგინა. სიმღერა თანმხლებ კლიპთან ერთად გამოვიდა, რომელშიც ლედი გაგა და როუზი მონაწილეობენ.
ინფორმაცია, რომლის თანახმად ლედი გაგამ და როუზიმ ერთობლივ სიმღერაზე იმუშავეს, არ დადასტურდა. გავრცელებული კადრები, ბრუნო მარსის ახალი პროექტის ნაწილი აღმოჩნდა.
ამასობაში, ლედი გაგამ ახალი დისკის დეტალები სრულად გაამხილა.
ლედი გაგას ახალი დისკი მარტში გამოვა
აღსანიშნავია, რომ ბრუნო მარსისთვის ლედი გაგასთან და როუზთან ტანდემი ისტორიულად იქცა. სიმღერები – Die with a Smile და Apt. რეკორდს რეკორდზე ამყარებს.
უახლესი ცნობებით, ბრუნო მარსისა და ლედი გაგას Die with a Smile მესამე კვირაა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” სათავეშია, მისი და როუზის Apt.-ის ვიდეოს ნახვებმა კი Youtube-ზე მილიარდს გადააჭარბა, რითაც მუსიკალური რგოლი პლატფორმის ,,მილიარდიანი ნახვის კლუბში” შევიდა.