LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას ტრიბიუტი ახალი ორლეანის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთათვის ისტორიულ ქუჩაზე

173
photo-collage.png (1)

,,სუპერ ბოულის” დაწყებამდე, ლედი გაგამ ახალ ორლეანში, ბურბონის ისტორიულ ქუჩაზე, სადაც ახალი წლის დილას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პერფორმანსი გამართა.

სპეციალური სანახაობისთვის, ფრანგულ კვარტლად წოდებული ქუჩის ცენტრში შეკრებილი პოლიციელების, მეხანძრეების, სპორტის მოყვარულებისა და სხვა დამსწრე საზოგადოების წინაშე, არტისტი შავ როიალს მიუჯდა და თეთრ კაბაში გამოწყობილმა სიმღერა – Hold My Hand შეასრულა.

წარმოდგენა უდავოდ ემოციური და შთამბეჭდავი გამოვიდა – მას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია.

ცნობისთვის, ახალ ორლეანში ახალი წლის დილას მომხდარი შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ადამიანი და დაიჭრა 30 პირი, ტერორისტულ აქტად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები