LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას უფასო კონცერტზე ტერაქტი იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიცია საგანგებო განცახდებას ავრცელებს

185
hq720 (1)

ბრაზილიის პოლიციამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლედი გაგას უფასო კონცერტზე, რომელზეც 2 100 000 ადამიანი იმყოფებოდა, ტერაქტი იგეგმებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამართალდამცველებმა წარმატებით აღკვეთეს ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, რომელშიც არასრულწლოვნებიც ფიგურირებდნენ. ეჭვმიტანილებს მიზანში იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების მოქმედებაში მოყვანა ჰქონდათ.

დაგეგმილი თავდასხმა ბომბის აფეთქებასა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას მოიცავდა.

საბედნიეროდ, კონცერტი მშვიდობიანად ჩატარდა და ლედი გაგას ისტორიულმა გამოსვლამ კოპაკაბანას სანაპიროზე, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

ლედი გაგას მასშტაბური პერფორმანსი კოპაკაბანას სანაპიროზე – არტისტის კონცერტს ორ მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო

შეგახსენებთ, რომ შარშან, ვენაში ტერაქტის საფრთხის გამო, ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა.

ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული აქტი იგეგმებოდა – მომღერლის პერფორმანსები ავსტრიაში გაუქმდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები