LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდა კვლავ შეყვარებულია – 85 წლის ალ პაჩინომ ახალი რჩეული გამოაჩინა და ის 31 წლისაა

1283
page

85 წლის ალ პაჩინო, რომელიც გასულ წელს 31 წლის ნურ ალფალას დაშორდა, ახალ შეყვარებულთან გადაიღეს. ამერიკელი მსახიობი და ახალგაზრდა იტალიელი ჟურნალისტი კატერინა დი ტერლიცი რომში, პიაცა დელ პოპოლოზე მდებარე რესტორანში ვახშმობდნენ და მათი კოცნა პაპარაცებმა გადაიღეს.

ალ პაჩინოს ახალი შეყვარებულის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის წარმოშობით იტალიელია და ბოლო ორი წელია NBC News-ში ფრილანსერ ჟურნალისტად მუშაობს. 2023 წელს გოგონამ ჟურნალისტიკისა და მულტიმედიური კომუნიკაციების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

2022 წელს პანდემიის დროს ალ პაჩინომ პროდიუსერ ნურ ალფალასთან დაიწყო ურთიერთობა, რომელიც მასზე 54 წლით უმცროსია. 2023 წელს წყვილს ვაჟი შეეძინათ.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, ალ პაჩინო თავიდან შეგიყვარდებათ – 85 წლის ლეგენდარული მსახიობი ლეკვების გარემოცვაში

84 წლის ალ პაჩინო პაემანზე მომვლელმა მიიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები