სულ ცოტა ხნის წინ ,,იუთუბზე” ტრეილერი გავრცელდა, საიდანაც ვიგებთ, რომ ლეგენდარული მსახიობი, ალ პაჩინო ახალ სერიალში გამოჩნდება. ახალი სატელევიზიო შოუს Hunters-ის რეჟისორი ჯორდან ჰილი იქნება.

ვარსკვლავს პარტნიორობას ლოგან ლერმანი, ჯოშ რანორი, ქეთრინ თეითი და ტიფანი ბუნე გაუწევენ
რაც შეეხება სერიალის სიუჟეტს, ის 1977 წლის ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც სპეციალურად შექმნილი გუნდი ფაშისტი მაღალჩინოსნების გამოაშკარავებაზე მუშაობს, ალ პაჩინო კი სწორედ ფაშისტებზე მონადირე იქნება.
სერიალის პრემიერა 2020 წელს შედგება.
შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ, 79 წლის ალ პაჩინომ ჟურნალი GQ-ს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, ჟურნალის გარეკანზე ალ პაჩინოსთან ერთად ლეგენდარული რობერტ დენიროც მოხვდა, მათ თავიანთი საუკეთესო როლები გაიხსენეს, ფოტოსესია კი უბრალოდ არაჩვეულებრივი გამოვიდა.
50 წელი ერთად - 79 წლის ალ პაჩინო და 76 წლის რობერტ დენირო GQ-ს ობიექტივში
ჟურნალი GQ ალ პაჩინოსა და რობერტ დენიროს წლის მამაკაცების ტიტულს ანიჭებს და ახალ ნომერს უახლოესი მეგობრების ფოტოსესიას უძღვნის