LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ბიორკის 21 წლის ქალიშვილის პირველი სიმღერა გავრცელდა

184
ბიორკი

ლეგენდარული ირლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის ქალიშვილი დედის გზას აგრძელებს. გოგონამ, რომელიც გამოდის ფსევდონიმით ისადორა, თავისი პირველი ტრეკი Bergmál წარადგინა. სიმღერა მუსიკალურ პლატფორმაზე Drullumall 4 აიტვირთა. ახალი სიმღერა ყველას მოგაგონებთ ბიორკის შემოქმედებას, რადგან აქ იგრძნობა ალტერნატიული როკის, ჰაუსისა და ჯაზის გავლენა. თუმცა, ჯერ რთულია იმის თქმა, შეძლებს თუ არა ახალბედა შემსრულებელი, ისადორა დედის წარმატების გამეორებას. 21 წლის ისადორამ პირველად მაყურებლის ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა ის „მიუ მიუს“ ჩვენებაზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა.

რაც ეხება ბიორკს, ის აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მისი ბოლო ალბომი Fossora, 2022 წელს გამოვიდა, ხოლო მისი მონაწილეობით ფილმი The Northman, ასევე გასულ წელს იხილა მაყურებელმა.

როგორ გახდა სიღარიბეში გაზრდილი გოგონა ავანგარდული მუსიკის ლეგენდა – საინტერესო ფაქტები ბიორკის შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები