LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ქალებით შეპყრობილი – 45 წლის კიმ კარდაშიანმა ნაომი კემპბელის „ლუქი“ ერთი ერთში გაიმეორა

108
page

პარიზში, საკუთარი, 45-ე იუბილეს აღნიშვნის შემდეგ, კიმ კარდაშიანი უკვე ლონდონში გამოჩნდა. ამჯერად ის თავისი ახალი სერიალის, Everything’s Fair პრემიერაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე მას თან დედას, კრის ჯენერი, და კოლეგები, ნაომი უოტსი, სარა პოლსონი, თეიანა ტეილორი და ნისი ნეში ახლდნენ.

კიმი, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში მოექცა. ის წითელ ხალიჩაზე გამოვიდა შთამბეჭდავ ტყავის კორსეტიან კაბაში, რომელსაც ვერცხლისფერი აქსესუარები ამშვენებდა.

მოგეხსენებათ, რეალითი შოუს ვარსკვლავი შეპყრობილია საკულტო ქალების „ლუქებით“ და მისი ეს უკანასკნელი გამოჩენაც არ გახლდათ გამონაკლისი. კიმმა ლეგენდარული მოდელის, ნაომი კემპბელის „ლუქი“ ერთი-ერთში გაიმეორა.

კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ამეთვისტოს ჯვარი მოირგო, რომელიც აქამდე არავის ჰკეთებია 

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები