მუსიკა, რომელიც უძლებს დროს, მუსიკოსები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს და დუეტები, რომლებიც შევიდა ისტორიაში.
„ფორტუნა პლუსი“ ყველა დროის ყველაზე დასამახსოვრებელ ტოპ-5 კოლაბორაციას გთავაზობთ
5. ბრაიან ადამსი & ლუჩიანო პავაროტი – O Sole Mio
ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო დუეტი, ლუჩიანო პავაროტის სცენაზე პარტნიორობა ბრაიან ადამსმა გაუწია, პერფორმანსი მცირედ სიცილისმომგვრელი გამოვიდა, საზოგადოება როკ-მუსიკოსს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნასაც აბრალებდა, თუმცა სავარუდოდ ეს მხოლოდ როკ-მუსიკოსი მანერა იყო.
4. U2 & B.B King – When Love Comes To Town
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დუეტად აღიარებული ბლუზის მეფის, ბიბი კინგისა და ბრიტანული მუსიკალური კოლექტივი U2-ს ვოკალისტის, ბონოს დუეტი. ცნობისთვის, აღნიშნული კომპოზიციის ტექსტი სწორედ ბონოს ეკუთვნის.
3. Elton John & Axl Rose – Bohemian Rhapsody
ორი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონისა და Guns N’ Roses-ის წევრის, ექსელ როუზის კოლაბორაცია კიდევ იმითაა განსაკუთრებული, რომ ისინი Queen-ს ეპოქალურ კომპოზიციას ასრულებენ.
2. David Bowie & Mick Jagger – Dancing In The Street
ორი ლეგენდარული მუსიკოსის დუეტი, რომელიც ჰიტად იქცა და მუსიკალური ჩარტების მოწინავე პოზიციას არ თმობდა. მათ ცეცხლის დაანთეს – პლასტიკა და საოცარი ენერგეტიკა – ლეგენდარული დევიდ ბოუვი და უბერებელი მიკ ჯაგერი.
1. Michael Jackson & Paul McCartney – Say, Say, Say
პოლ მაკკარტნი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაიკლ ჯექსონი კი ჯერ კიდევ შავი – აღნიშნული კომპოზიცია ლეგენდარულმა მუსკოოსებმა 1982 წელს ჩაწერეს, მაშინ ჯექსონი ჯერ 24 წლის იყო, მაკკარტნი კი 40 წლის გახლდათ. ნამუშევარმა მსოფლიო ჩარტები დაიპყრო და პირველობას დიდი ხნის განმავლობაში არ თმობდა.