LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ – გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მიერ გასულ 7 დღეში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე

75
dsdsdsds

პარტია “ლელო” გასული შვიდი დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობასთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები.

რუსეთიდან არანაირ მასობრივ შემოდინებასთან არ გვაქვს საქმე – დეზინფორმაციული კამპანიაა, რომ საზოგადოებაში შემოიტანონ შფოთი: პაპუაშვილი

„არსებული ინფორმაციით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა.

ღია სამხედრო დაპირისპირების პირობებში, რომელიც გამოიწვია რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინის სახელმწიფოზე, რუსეთიდან ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ შესაძლოა, წარმოქმნას უკონტროლო ვითარება და სერიოზული გამოწვევები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:

1. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ გასული შვიდი დღეს მანძილზე საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე.

2. ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე არის დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღება იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩართული არიან სამხედრო აგრესიაში უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g