წლის დასასრული მოულოდნელობებით სავსე აღმოჩნდა ლენი კრავიცის თაყვანისმცემლებისთვის. გაირკვა, რომ 54 წლის ვარსკვლავი შამპანური ღვინოების ბრენდის, Dom Pérignon კრეატიული დირექტორი გახდა.
ინფორმაცია სიახლის შესახებ, პრეზენტაციაზე თავად ,,გრემის” მფლობელმა შემსრულებელმა დაადასტურა.
,,მე თვითონ გავადავიღე მარკის სარეკლამო კამპანია. კადრები მე შევარჩიე. სწორედ მე მეკუთვნის ახალი სეზონის ბოთლების დიზაინი”, – აღნიშნა კრავიცმა.
საინტერესოა, რომ ბრენდის ახალი კრეატიული დირექტორის სამომავლო გეგმებში მხოლოდ ფოტო და ვიდეო არ შედის, ის წვეულებების სერიის მოწყობას გეგმავს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო შოუბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, მისი ქალიშვილი, ზოი და ექს-მეუღლის ქმარი, ჯეისონ მომოა მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელთან ლენის უკვე დიდი ხანია მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ახლახან, მომოამ კრავიცს ჩონჩხისთავიანი ბეჭედი აჩუქა.