LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეისონ მომოამ ლენი კრავიცს ბეჭედი აჩუქა (ფოტო)

7312382-0-image-a-10_1544577872294

ჯეისონ მომოამ, რომელიც ლიზა ბონეტზე გასული წლის ოქტომბერში ოფიციალურად დაქორწინდა, ,,ინსტაგრამზე” მეუღლის ყოფილ ქმართან, ლენი კრავიცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. პოსტის აღწერიდან ირკვევა, რომ 39 წლის მსახიობმა ამერიკელ მუსიკოსს ჩონჩხისთავიანი ბეჭედი აჩუქა.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში ,,აქუამენმა” Saturday Night Live-ის წამყვანის ამპლუა მოირგო, სადაც 54 წლის შემსრულებელი მის გასამხნევებლად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავებს ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ, ეს ფაქტი კი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ლენი და ლიზა ერთად 6 წელი ცხოვრობდნენ. წყვილს ქორწინებიდან ქალიშვილი, ზოი ჰყავს, რომელიც მშობლებზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. მომოასა და ბონეტის ურთიერთობა სტარტს 2005 წლიდან იღებს. ისინი ერთად ორ შვილს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები