მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის ლეონარდო დიკაპრიოსა და მისი 22 წლის შეყვარებულის, კამილა მორონეს ასაკობრივ სხვაობაზე ბევრს საუბრობენ, უნდა აღინიშნოს, რომ წყვილი ერთმანეთს საოცრად უხდება. შეყვარებულები ცდილობენ ერთნაირი სტილი მოირგონ.
კამილა მორონემ ლეონადრო დიკაპრიოსთან 23 წლიან ასაკობრივ სხვაობაზე კომენტარი გააკეთა
კამილა მორონემ აღშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. საქმე ისააა, რომ მასსა და ლეოს შორის 23 წლიანი ასაკის სხვაობა საზოგადოებაში ჯერ კიდევ განხილვის საკითხად რჩება
ცნობილია, რომ დიკაპრიო ყურადღების ცენტრში ყოფნას მუდამ გაურბის, თუმცა, ტაბლოიდებმა მაინც მოახერხეს და ვარსკვლავური წყვილი, ლოს-ანჯელესის ქუჩებში, საყიდლების დროს დააფიქსირეს.
საშინაო, კომფორტული ტანისამოსი – ჰუდი, შორტები, თავისუფალი სტილის შარვალი და მაისური, თუმცა, მთავარი დეტალი მაინც ერთნაირი, „ადიდასის“ საშინაო ფეხსაცმელი იყო, რომელმაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება დაიმსახურა.
„არ შეეფერებათ“, „სასაცილოა“, „ვარსკვლავური ფეხის თითები“ – ასეთი რეპლიკებით ეხმაურებიან ჰოლივუდრი წყვილის ყოველდღიურ ლუქს სოციალურ ქსელში.


