ამ ეტაპზე ყველაზე განხილვად და აქტუალურ ჰოლივუდურ წყვილად ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის ტანდემი ითვლება. პაპარაცები გამალებით ცდილობენ მათ ერთად გამოჭერას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მედიაში მოარული ჭორები მათ რომანზე, უკვე დადასტურდა. ნიუ-იორკის რესტორანში რომანტიკულ ვახშამზე მისული შეყვარებულები პაპარაცებმა გამოიჭირეს. ფოტოებზე, რომელიც რესტორან Cipriani-ის გასასვლელში გადაიღეს.
ჯიჯი ლეოს პაემანზე დათანხმდა – წყვილის პირველი რომანტიკული შეხვედრა პაპარაცებმა დააფიქსირეს
ცნობისთვის, ვარსკვლავმა რამდენიმე კვირის წინ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის, Guest in Residence-ის უახლესი კამპანიიდან ფოტოები გამოაქვეყნა. ამჯერად ის თანამშრომლებთან შესახვედრად მაღაზიას მანჰეტენზე ესტუმრა. მას საკუთარი ბრენდის ნაქსოვი ტანისამოსი, ნაცრისფერი შარვალი და ზედა ამშვენებდა და საოცრად გამოიყურებოდა. პაპარაცების დანახვაზე ჯიჯიმ მიმზიდველად გაიღიმა.
„ლეოს სიყვარულმა უფრო დაამშვენა“,„ლეოს გოგო“,„უმშვენიერესი ხარ ჯიჯი“, – წერენ კომენტარებში.
„სიყვარულსა მალვა უნდა“ – ჯიჯი ჰადიდი ლეოსთან რომანტიკული ვახშმის შემდეგ პირველად გამოჩნდა
რა ეცვა წყვილს – ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი „ჰელოუინის“ წვეულებაზე ერთად მივიდნენ



