ინგლისის პრემიერლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინირებული ფეხბურთელებიდან ნახევარი ”ლესტერიდანაა”. ვარდის, მაჰრეზის და კანტეს კონკურენციას ”ტოტენჰემის”, ”არსენალის” და ”ვესტ ჰემის” ბიჭები გაუწევენ.
FA-მ საუკეთესო ფეხბურთელობაზე ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ექვსეულში სამი ”მელიაა”: ჯეიმი ვარდი, რიად მაჰრეზი და ნგოლო კანტე. მათი მეტოქეები არიან: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მესუთ იოზილი (არსენალი) და დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის იბრძოლებენ: ფილიპე კოუტინიო (ლივერპული), ჯეკ ბატლენდი (სტოკი), დელე ალი და ჰარი კეინი (ტოტენჰემი), როს ბარკლი და რომელუ ლუკაკუ (ევერტონი).
ნომინანტები პრემიერლიგის კლუბების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა შეარჩიეს.
გასულ წელს საუკეთესო ფეხბურთელად ედერ აზარი (ჩელსი) დაასახელეს.