„ლესტერის“ მფლობელის ვერტმფრენის „კინგ პაუერ სთედიუმიდან“ აფრენის და ჩამოვარდნის საშინელი კადრები გამოჩნდა.
ვიდეოზე ჩანს ვერტმფრენოს ბოლო აფრენის მომენტი, რომელშიც კლუბის მფლობელი ვიშაი შრივადანაპრანჰი იმყოფებოდა.
ვერტმფრენი სტადიონიდან „ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ აფრინდა, სიმაღლე აკრიფა, შემდეგ ჰაერში ბზრიალი დაიწყო და ტრიბუნებს მიღმა ჩავარდა.
ვიშაის გარდა, კატასტროფაში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მფლობელის ქალიშვილი.
შრივადანაპრანჰი „ლესტერის“ მფლობელი 2011 წელს გახდა. 2015/16 წლების სეზონში მისმა კლუბმა ისტორიის უდიდესი სენსაცია მოახერხა და პრემიერლიგა მოიგო.
„ლესტერი“ აპირებს სტადიონს ვიშაის სახელი უწოდოს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=G0yU_W8kE6o