LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან წულაძე: „გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე… ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები!..“

176
ლევან წულაძე

რეჟისორი ლევან წულაძე „კვირის პალიტრასთან“ გამოთქვამს მოსაზრებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„გმირები სულ გვყავდა, მაგრამ ბოლო წლებია, მაინც სულ გმირებს ვეძებთ და მერე ის გმირები, როგორც წესი, დრაკონებად იქცევიან ხოლმე. მერე გვიკვირს, ეს რატომ მოხდა, გვიჭირს საკუთარი პოზიციის უარყოფა და შემდეგ ეს ყველაფერი უამრავ ადამიანურ და ცხოვრებისეულ დრამას ბადებს. ამიტომ ერთადერთი წამალია, ნუ შეგვიყვარდება პოლიტიკოსები. ვუყუროთ მათ კრიტიკულად! ხომ ხედავთ, სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ.

ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ამ ახალგაზრდების შემართება უკვალოდ არ ჩაივლის, მათი ხმა დიდ გამარჯვებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მარტივი საკითხია – ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. უკან რუსეთი და აღმოსავლეთია….“

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ „კვირის პალიტრის“ 16-22 დეკემბრის ნომერში.

ეთერ თათარაიძე: „ასე მგონია, სხვა ქვეყანაში გადამასახლეს… ქართველი კაცი მძინარე მტერსაც არ იმეტებდა მოსაკლავად, ჩვენ კი დღეს ერთმანეთს ისე ვიმეტებთ, ვითომ არაფერი… საქართველო დატოვა სიყვარულმა…“

ნანა ჩაჩუა: „სოცქსელებში ვხედავთ საზოგადოების ერთიანობის დაშლის სათავეს. არიან ჯგუფები, ე.წ. ბაბლები, რომლებისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება არც ისტორიაში და არც კონკრეტულ სივრცეში.­..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g