ლიკა კვარაცხელია იუბილარია.
მოდელი 43 წლის გახდა. ამის შესახებ ლიკა სოციალურ ქსელში წერს და პოსტს გვიზიარებს.
„ბევრი სიახლით შევხვდი ამ დღეს. ახალი მეგობრები, ახალი კონტინენტის აღმოჩენა, ახალი ოჯახის წევრი, ახალი ემოციები და შთაბეჭდილებები, თუმცა ისევ ძველი მე ვარ, ძალიან ბედნიერი და მადლობელი ყოველი წამისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის, ბევრი სითბოსთვის ცხოვრების გზაზე, საინტერესო საქმეებისთვის და უბრალოდ ყოველი გათენებული დღისთვის,“ – წერს ლიკა კვარაცხელია და ვიდეოს აქვეყნებს.